საქართველოს ნაკრები „ევრო 2020“-ზე „სიკვდილის ჯგუფში“ არ მოხვდება
საქართველოს ნაკრები „ევრო 2020“-ზე „სიკვდილის ჯგუფში“ არ მოხვდება

გაირკვა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ის ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს „ევრო 2020“-ზე გასვლის შემთხვევაში.

თუ ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს დაამარცხებს ჩრდილოეთ მაკედონიას, ჩვენი ნაკრები მოხვდება C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან. მატჩები ამსტერდამსა და ბუქარესტში გაიმართება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც A ლიგის ნახევარფინალში რუმინეთმა ისლანდიასთან წააგო.

იმ შემთხვევაში, თუ A ლიგაში საუკეთესო რუმინეთი გახდებოდა, C ჯგუფში სწორედ ის ჩაჯდებოდა, ხოლო საქართველო F ჯგუფში იქნებოდა საფრანგეთთან, გერმანიასთან და პორტუგალიასთან ერთად.