საქართველოს ნაკრები დღეს სლოვაკეთს შეხვდება

08:56, 24.07.2018

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრები მეცამეტე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩს გამართავს და, მოგების შემთხვევაში, ერთით მაღალ ადგილს დაიკავებს, ვიდრე წინა ევროპის ჩემპიონატზე.

ჩვენი გუნდის მეტოქე დღეს სლოვაკეთის ნაკრებია, რომელმაც ბოლო მატჩში მალტის ეროვნული გუნდი დაამარცხა. რაც შეეხებათ ჩვენს წყალბურთელებს, სლოვაკებთან დაპირისპირებამდე მათ თურქეთის ეროვნულ გუნდს აჯობეს.

მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის დღეს 14:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დღესვე გაიმართება მეოთხედფინალური მატჩები, რომლებშიც გუნდები ასე დაწყვილდნენ:

17:00 – სერბეთი – უნგრეთი
18:30 – ხორვატია – მონტენეგრო
20:30 – ესპანეთი – საბერძნეთი
22:00 – იტალია – რუსეთი

 

მსგავსი