საქართველოს ნაკრები დანიას შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება
საქართველოს ნაკრები დანიას შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები „ევრო2020“-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ დანიას უმასპინძლებს.

„დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩისთვის ჯვაროსნების მზადებაზე ილაპარაკა.

„სტამბოლში, სამხრეთ კორეასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. დანიასთან მატჩისთვის მზადება სწორედ ამ შეხვედრით დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ნაკრებს ოქრიაშვილი, ანანიძე და ქვილითაია დაუბრუნდნენ.

სამწუხაროდ, ხვალინდელ შეხვედრაში ხოჭოლავა, დვალი და დავითაშვილი დაგვაკლდებიან – მიზეზი ტრავმებია. არადა, დავითაშვილმა სამხრეთ კორეასთან კარგად ითამაშა.

ხარაიშვილი, ზარანდია და არაბიძე კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ არჩევანი უფრო გამოცდილ მოთამაშეებზე შევაჩერე. თითოეულ მათგანს ვაკვირდები, მაგრამ ამ ეტაპზე, არჩევანი სხვებზე შევაჩერე.

საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სამხრეთ კორეასთან მეტი უნდა გაგვეტანა. დანიასთან კი, არსებული პრობლემების გამო, შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებები იქნება. კვეკვესკირი და კანკავა გვაკლია და მათ პოზიციაზე თამაში კიტეიშვილს, გვილიასა და დაუშვილს შეუძლიათ“, – განაცხადა ვაისმა.