საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი – ყურბან-ბაირამის დღესასწაული მუსლიმებისთვის არის წყალობის გაღების, ურთიერთდახმარების დღე

17:49, 11.08.2019

ყურბან-ბაირამის დღესასწაული მუსლიმებისთვის არის წყალობის გაღების, ურთიერთდახმარების დღე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იდიგოვმა თბილისში, ჯუმა მეჩეთში განაცხადა.

იდიგოვმა  მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.​

„დღეს სრულიად მუსლიმთა სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღესასწაული მუსლიმებისთვის არის წყალობის გაღების, ურთიერთდახმარების დღე, როდესაც მთელი მსოფლიოს მუსლიმები გაჭირვებულებს ეხმარებიან და თანადგომას უცხადებენ“,- განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იდიგოვმა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება.

მსგავსი