საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ძლიერი

16:01, 03.07.2026

საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი