დასავლეთ საქართველოში ნალექი, აღმოსავლეთში კი წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
დასავლეთ საქართველოში ნალექი, აღმოსავლეთში კი წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში დღეს არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით.

მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები დღის პირველ ნახევარში წვიმას, ხოლო მეორე ნახევარში ძლიერ ქარს ელოდებიან.