საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან 14 მაისის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან 14 მაისის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი

12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში – თოვლჭყაპი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.