საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულებები მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულებები მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულებები მნიშვნელოვნად (-16,3%) არის შემცირებული.

აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ დაკლებულია ისეთი დანაშაულები, როგორიც არის ყაჩაღობა (-53,4%), ძარცვა (-23,9%), ქურდობა (-19%) და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები.

„ასევე შემცირებულია ხულიგნობის (-19%), ცეცხლსასროლი (- 28,4%) და ცივი იარაღის ტარების (-51,8%) შემთხვევები, მნიშვნელოვანი კლებაა ნარკოტიკულ (-36,6%) და სატრანსპორტო (-15,2%) დანაშაულებშიც“, – აცხადებს მთავრობა.

დატოვე კომენტარი