საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 15 ივლისიდან „მთის დღეები“იწყება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 15 ივლისიდან „მთის დღეები“იწყება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება.

მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.

თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ, გურია – ბახმარო, ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული 15 და 22 ივლისს გაიმართება. საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

სტუმრები გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს. მთელი დღის განმავლობაში ცნობილი შეფები, ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. დღე კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.

მთის დღეები

თუშეთი ომალო 15 ივლისი 2023 წელი
დაწყების დრო 14:00

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 15:00 – თუშური დოღი
  • 15:00 – ეთნოგრაფიული-შემეცნებითი კუთხე კოლეჯი ,,აისი“
  • 15:00 – რეწვის მასტერკლასი
  • 16:30-გასართობი თამაშები: განძის ძიება, სახეზე ხატვა, მჭედლის ქვესთი კატაპულტი
  • 16:00 – თუშური დოღის დაჯილდოება
  • 16:30 – მეცხვარეების დაჯილდოება
  • 16:30 – შეფ ია ძაგანიას თანამედროვე თუშური კერძების დეგუსტაცია
  • 16:30 – მასტერშეფის გამარჯვებული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია
  • 16:30 – მასტერშეფის გამარჯვებული ნინო ვარშანიძის კერძების დეგუსტაცია
  • 16:30 – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • 17:00 – ანსამბლი გორდელა
  • 18:00 – ოჩოს ქოხი
  • 20:00 – სიმღერა კოცონთან ანსამბლი „რანინა“

მთის დღეები

სოფელი გორდი

დადიანების დაცული ტყეპარკი

15 ივლისი

14:00   ფესტივალის დასაწყისი

14:00 დღის განმავლობაში Dj მეტრეველი

14:00   ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00   ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები/დეგუსტაცია

14:00 კულინარიულ აქტივობებს გააფორმებს ადგილობრივი ფოლკი

14:30   შეფ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია

14:30   შეფ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია

16:30   ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია

14:00   სხვადასხვა გასართობი თამაში

o   ველოტური

o   ზიპლაინი

o   მოლაშქრეების მასტერკლასი

o   მთაში პირველადი დახმარების სახალისო მასტერკლასები

o   სახალისო შეჯიბრებები

17:30   დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“

18:00   ანსამბლი ჩვენებურები

19:00   New One

20:30   სიმღერაკოცონთან – ანსამბლითბილისურიკვარტეტი

 

შოვი 15 ივლისი

9:00-14:00 ოფროუდის შეჯიბრი

14:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00-20:00 ანიმატორების გასართობი შოუ და საბავშვო აქტივობები

14:00-19:00 ცხენებით გასეირნება

14:00-17:00 დიჯეი Levi Love Disco

15:00 შეფ ლევან კობიაშვილის მასტერკლასი

15:30 შეფ დიმიტრი შარაშიძის მასტერკლასი

14:00-20:00 ადგილობრივი მზარეულების მასტერკლასი /კულინარიული ფესტივალი

14:00-22:00 ბარი – „ფოსტა“

16:00 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“

16:30 ოფროუდის გამარჯვებულების დაჯილდოება

17:00 ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი

18:00 მარიამ გალოგრე, ნინია სილიანი, ნოდარიკო ხუციშვილი

19:00 სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია

20:00 მთხრობელი კოცონთან: ნიკა წულუკიძე

20:30 სიმღერა კოცონთან: გელა დონაძე და კვარტეტი

 

მთის დღეები

22 ივლისი

მესტია, ზარგაში

პროგრამა

14:00 – ღონისძიების გახსნა – წამყვანი ანა კოშაძე

14:00-18:00 – ფონური მუსიკა DJ

14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

მასტერკლასები: მთის ყვავილებით გვირგვინების  დამზადება; სვანური ქუდების დამზადება; გობელინის დამზადება, დაწნული კალათების დამზადება.

სხვადასხვა სპორტული გასართობი აქტივობა: ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ფრენბურთი, ბადმინტონი, ცხენების ტური და აშ.

14:30 -17:30 – ბრენდ შეფი – კონსტანტინე თედელურის კერძების დეგუსტაცია; შეფ გიგი აფციაურის კერძების დეგუსტაცია; ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია

16:00 –  დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“

18:00-19:30 – ანსამბლი „ქართული ხმები“ და ბენდი

19:35- 20:00 – ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი – „სუხიშვილები“

20:00 – კოცონის დანთება

20:00 – 22:00 –  „მთის ამბები“ – მთხრობელი ვახტანგ ფილფანი

სიმღერა კოცონთან –  „ჩვენი კვარტეტი“ და ნეკა სებისკვერაძე

 

 ყაზბეგი

ღონისძიების დაწყების დრო: 14:00 საათი

14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია

14:00-18:00 სახალისო და სპორტული აქტივობები: ცხენით სეირნობა, გვირგვინების მასტერკლასი, ხატვის მასტერკლასი, ლუდის პინგპონგი და ა.შ.

15:00-15:45 ადგილობრივი ლუდის ხარშვის და ხინკლის მასტერკლასი

15:45-16:45 შეფ ია ძაგანიას კერძების დეგუსტაცია

16:45-17:45 შეფ დიმუ მენაბდეს კერძების დეგუსტაცია.

17:45-18:00 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“

18:00-19:00 ზუკა ხუციშვილი და ბენდი

19:00-20:00 თამადა

20:00-21:00 სიმღერა კოცონთან „ჰერიო“

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებას გაუძღვება ტელეწამყანი ეკატერინე ფანგანი.

მთის დღე ბახმარო“                                                                  

22.07.2023

ღონისძიები სადგილი: ბახმაროს პარკი

პროგრამის დასაწყისი: 14:00

  • 14:00 – 20:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – 17:00 –  ფლორისტების მასტერკლასი
  • 14:00 – 14:30  ტრიო „აპრილია“
  • 15:30 – 16:00  ტრადიციული დოღი
  • 16:00 – 20:00 ახალგაზრდული სპორტული თამაშები – ორდროშობანა, ქვესტთამაში, ჯენგა, მძიმე თოკები, ბალანსი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი
  • 16:30 – 17:30 ცნობილი მზარეულების, ესმა კუნჭულიასა და ავთოცეცხლაძის მასტერკლასი; კერძების დეგუსტაცია
  • 19:00-19:30 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
  • 19:30 – 20:30 ჯგუფი „ბანი“
  • 20:30 – 21:30 ჯგუფი „რეგიონი“
  • 21:30 -22:00  კოცონი – ტრიო „აპრილია“