საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს.

რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა პირველ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

რეგლამენტით განსაზღვრულია ფინანსური დოკუმენტის განხილვის პროცედურებიც. ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში იწყება, მისი საბოლოოდ დამტკიცება კი, პლენარულ სხდომაზე რამდენიმე განხილვის შემდეგ, დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა მოხდეს.