საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმა ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცდა რამდენიმე თვის წინ, საბჭოს ბოლო სხდომაზე ერთხმად.

„საბჭოში 69 წევრია. ესენი არიან სამინისტროები, სასამართლო ხელისუფლება, პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, მარეგულირებელი ორგანოები, კერძო სექტორი, ბიზნესომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველა ამ უწყებისა და ორგანიზაციის ჩართულობით, ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დღეს წარმოდგენილი იქნა ყველას ჩართულობით შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტები მთავრობის წინაშე, რომელიც დღეს ოფიციალურადაც დამტკიცდა და მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენი ქვეყნისთვის რიგით მე-5 და ფარავს 2021 წლამდე პერიოდს. ეს ნიშნავს, რომ 16 პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ამ სტრატეგიაში არის გაწერილი, შესაბამისი ინდიკატორებით გაზომვადი იქნება სწორედ 2020 წლის ბოლოს. მოცემულ დოკუმენტებს გავლილი აქვს ევროკავშირის ექსპერტიზა. მანამდე ამ დოკუმენტებს ასეთი ექსპერტიზა არ ჰქონია გავლილი, წელს ეს ხდებოდა პირველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის დასკვნის თანახმად, ეს დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ სწორედ გავლენის შეფასება თითოეული ჩვენი უწყების საქმიანობისა, 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი