საქართველოს მთავრობა - საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახები ხუთი-რვა პროცენტიანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ
საქართველოს მთავრობა - საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახები ხუთი-რვა პროცენტიანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ

ახლად შეძენილ პირველ და მეორე შვილზე ოჯახი ხუთი პროცენტიდან რვა პროცენტამდე თანადაფინანსებით ისარგებლებს, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე, რვა პროცენტით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებს.

„ახლად შეძენილ პირველ და მეორე შვილზე ოჯახი ისარგებლებს ხუთი პროცენტიდან რვა პროცენტამდე თანადაფინანსებით. მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე რვა პროცენტით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, იპოთეკური სესხის თანადაფინანსების პროგრამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.