საქართველოს მთავრობა - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა
საქართველოს მთავრობა - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა

საქართველოს მთავრობის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ WTPO Awards 2020-ის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველო ექვს ფინალისტ ქვეყანას შორისაა. ფინალში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს.

კონკურსი მიმდინარეობდა International Trade Center-ის მიერ, რომელიც გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა. გამარჯვებულები 14 ოქტომბერს, განაში WTPO-ს მე-13 კონფერენციაზე გამოვლინდებიან.