საქართველოს მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
საქართველოს მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

დატოვე კომენტარი