საქართველოს მთავრობა კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვას გეგმავს
საქართველოს მთავრობა კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვას გეგმავს

კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ გაიმართება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორუმის კოორდინირებულად ორგანიზებისა და მაღალ დონეზე გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას.

ფორუმის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.