საქართველოს ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას ითხოვს
საქართველოს ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას ითხოვს

საქართველოს ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას ითხოვს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ერგნეთის შეხვედრების ფორმატის უმოკლეს ვადებში აღდგენის შესახებ ქართულმა მხარემ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მოითხოვა.

„საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრის ჩატარების აუცილებლობას. ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე მოთხოვნილია ინციდენტების შეხვედრის უმოკლეს ვადებში გამართვა. პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს მიღებული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელებთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დატოვე კომენტარი