საქართველოს მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე რიგგარეშე სხდომას გამართავს
საქართველოს მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე რიგგარეშე სხდომას გამართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს სავარაუდოდ ხვალ წარედგინება.

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საკომიტეტო ფორმატში განიხილავს და დოკუმენტს მთავრობას შენიშვნებითურთ უკან დაუბრუნებს. პარლამენტში კორექტირებული ვერსიის დამტკიცება კი, დეკემბრის მესამე პარასკევამდე, საშემოდგომო სესიის დახურვამდე მოხდება.

საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაიწყება.