საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს კაპიტანი უბრუნდება - ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
18 თბერვალს ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასხელა – „ბორჯღალოსანთა“ რიგებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე უბრუნდება, რომელმაც გასული მატჩები დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 72 კეპი, 73 ქულა):
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („შავი ლომი“, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 19 კეპი, 25 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე („პო“, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე („მონპელიე“, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე („შავი ლომი“, 22 კეპი, 5 ქულა).
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს და ჯგუფის ლიდერია. ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტურში თბილისში გერმანია დაამარცხეს (75:12), შემდეგ ნიდერლანდებს სტუმრად სძლიეს (40:8).
ქართველ მორაგბეებს, ისევე როგორც ესპანელებს, ნახევარფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ტორელავეგაში წარმატების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებას მოიპოვებენ, სადაც მათი მეტოქე რუმინეთის ან პორტუგალიის ნაკრები იქნება.
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
საქართველო |
2 |
2 |
0 |
0 |
115-20 |
10 |
ესპანეთი |
2 |
2 |
0 |
0 |
60-34 |
9 |
ნიდერლანდები |
2 |
0 |
0 |
2 |
28-68 |
0 |
გერმანია |
2 |
0 |
0 |
2 |
26-107 |
0 |