„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინელ მორაგბეებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 25:16 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულია.
ამასთან, ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი დასახელდა.
შეგახსენებთ, 2017 წელს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა.
დღევანდელი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა.