ბოგდან აურესკუ - ვემხრობით ევროკავშირის ძალისხმევას, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად
ბოგდან აურესკუ - ვემხრობით ევროკავშირის ძალისხმევას, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად

ვემხრობით ევროკავშირის ძალისხმევას, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ​​ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„რუმინეთი, როგორც კარგი მეგობარი და პარტნიორი, გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მივესალმებით პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში და ადგილობრივი კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვემხრობით ევროკავშირის ძალისხმევას მედიაციის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.