ბოგდან აურესკუ - მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა გააღრმავებს საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში
ბოგდან აურესკუ - მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა გააღრმავებს საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებსა და ინსტიტუციებს შორის შემდგარ შესანიშნავ დიალოგთან დაკავშირებით. მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან აურესკუს მისალოც წერილში, სადაც ის, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.