საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა [ვიდეო]

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბორჯღალოსნებს“ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ და მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ისტორიული გამარჯვებით დააგვირგვინა. „ბორჯღალოსნებმა“ კარდიფში  უელსის ნაკრები 13:12 დაამარცხეს.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმით გახსნა. შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა და ტაიმი 12:3 მოიგო. მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ თამაში გამოასწორეს – სანდრო თოდუამ ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ ჯარიმა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.