საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბელგიას დაუპირისპირდება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბელგიას დაუპირისპირდება

ნაშუადღევს ბორჯღალოსნები 2018 წლის პირველ შეხვედრას ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართავენ. ისინი 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ, რომელთანაც აქამდე სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ.

შეხვედრაში მერაბ შარიქაძე მონაწილეობას არ მიიღებს და კაპიტნის ფუნქცია გიორგი ნემსაძეს დაეკისრა. ეს მატჩი ნემსაძისთვის 77-ე სანაკრებო თამაში იქნება და მას პირველად უწევს მოედანზე ბორჯღალოსნების კაპიტნის რანგში გასვლა. ის ბორჯღალოსნების 30-ე კაპიტანი იქნება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ ასეთია:

ბელგიის წინააღმდეგ 23 კაცში ორი დებიუტანტია – მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და გურამ შენგელია (ჯიქი).

შერკინება:

1. ჟვანია 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე (კ) 5. მიქაუტაძე

6. გიორგაძე 8. ლომიძე 7. თხილაიშვილი

უკანა ხაზი:

9. აფრასიძე 10. ჯინჭველაშვილი

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. თოდუა 15. წიკლაური 14. ფრუიძე

მარქაფა:

16. ჭყოიძე 17. მატარაძე 18. მელიქიძე 19. გაჩეჩილაძე 20. შენგელია 21. ლობჟანიძე 22. მალაღურაძე 23. სიჭინავა

შეხვედრა ქუთაისში დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.