საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, სამომავლოდ სავიზო პრობლემები არ შეექმნებათ

18:19, 19.03.2020

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

გაგაცნობთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებას, რომლის თანახმად, ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მოკლევადიანი ვიზით ან/და 90 დღიანი უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვება, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ.

ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადება: https://www.polizei.gv.at/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შესაბამის უწყებას ტელეფონის ნომერზე: 01 31310-0 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: [email protected]

საქართველოში გამგზავრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე +43 676 3358590  +43 676 6246194“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი