საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

14:48, 15.06.2018

დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ, მონტენეგროს ტერიტორიაზე გაემგზავრონ და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში.

მსგავსი