საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის მაისში ისლანდიაში თავშესაფარი არ მოუთხოვიათ
საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის მაისში ისლანდიაში თავშესაფარი არ მოუთხოვიათ

საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის მაისში ისლანდიაში თავშესაფარი არ მოუთხოვიათ. ეს პირველი შემთხვევაა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

თავშესაფარზე განაცხადების პიკი 2017 წლის ზაფხულში დაფიქსირდა. მას შემდეგ ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შედეგად საიმიგრაციო სამსახური განაცხადებს დაჩქარებულად იხილავს, მიმართვების თითქმის 100 პროცენტზე კი პასუხი უარყოფითია.

2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების სტატისტიკა ასეთი იყო: იანვარი – 1, თებერვალი – 3, მარტი – 6, აპრილი – 6, მაისი – 6, ივნისი – 40, ივლისი – 64, აგვისტო – 89, სექტემბერი – 39, ოქტომბერი – 18, ნოემბერი – 14, დეკემბერი – 3.

2018 წლის სტატისტიკა: იანვარი – 6, თებერვალი – 3, მარტი -1, აპრილი – 2, მაისი – 0.

2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაში საქართველო პირველ ადგილზე იყო (289 მიმართვა), 2018 წლის მონაცემებით კი მე-6 ადგილზეა (12 მიმართვა).
რაც შეეხება განაცხადების განხილვას, 2017 წელს განხილული 276 განცხადებიდან დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ სამზე იყო მიღებული.

2018 წელს საიმიგრაციო სამსახურმა 57 მოქალაქის განცხადება განიხილა და თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიანიჭა.