საქართველოს მოქალაქეებს 14 აპრილიდან შესაძლებლობა ექნებათ, ტაილანდის ვიზა საზღვარზე აიღონ

18:11, 24.03.2019

საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდის ვიზის აღება საზღვარზე 14 აპრილიდან შეეძლებათ.

ტურისტული ვიზიტის შემთხვევაში, ტაილანდის სამეფოში დარჩენა 15 დღით იქნება შესაძლებელი.

ინფორმაცია სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილების ამოქმედების ვადა ახლა დაზუსტდა.

საქართველოს გარდა, ე.წ. Visa on arrival-ის წესი ამოქმედდება ვანუატუს, ნაურუსა და მექსიკის მოქალაქეებისთვის.

მსგავსი