საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების საკითხი შესაძლოა, საფრანგეთმაც განიხილოს
საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების საკითხი შესაძლოა, საფრანგეთმაც განიხილოს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების საკითხი საფრანგეთმაც განიხილოს.

პასკალ მენიეს ჟურნალისტებმა დღეს კომენტარი სთხოვეს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტების შეეხებოდა.

„მერკელის განცხადება ეხებოდა ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მიცემის საშუალებას და შემდეგ ამით სამუშაო ადგილების შექმნას. საინტერესოდ მიგვაჩნია ეს პროგრამა და საფრანგეთიც შეეცდება, რომ განიხილოს ეს საკითხი. სულ რამდენიმე ხნის წინ ვიმყოფებოდი ოქსერში, რომელიც არის იონის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი, სადაც ვეწვიე სოფლის მეურნეობის ლიცეუმს, რომლის წარმომადგენლებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ საქართველოში და აპირებენ, რომ ზუსტად განახორციელონ თანამშრომლობა საქართველოსთან. დეტალურად შევისწავლით ამ საკითხებს და რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვუყურებთ”,- განაცხადა ელჩმა.