საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება პეტერ სიიარტომ ბრიუსელში გააკეთა.

მისი თქმით, უნგრეთმა და საქართველომ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნგრელებს ასევე შეეძლებათ საქართველოში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩასვლა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საქართველოში უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა დაადასტურა.

მისი თქმით, უნგრეთი მთავრობა საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს „მწვანე ბარათად“ აღიარებს და საქართველოს მოქალაქეებს მისი წარდგენის შემთხვევაში სხვა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ უნგრეთში ჩასვლა.