საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ. შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეეძლებათ.

შვედეთს უცხოელი სტუმრებისთვის საკარანტინო ზომები დაწესებული არ აქვს, თუმცა ყველა უნდა დაემორჩილოს კორონავირუსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გზამკვლევს, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანციას და დროის დატვირთული მონაკვეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმას.