საქართველოს მეტოქე ბულგარეთის ნაკრები - გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოცხადდა #1TVSPORT
საქართველოს მეტოქე ბულგარეთის ნაკრები - გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოცხადდა #1TVSPORT

ერთა ლიგის ც4 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ხვდება – მსოფლიოში ერთადერთ გუნდს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეეძლო, მაგრამ ამ უფლებით ვერ ისარგებლა.

უცნაურობა გუნდს თავიდანვე დაჰყვა. საქართველოში ჯერ ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, შემდეგ კი ნაკრები. ასაე ყველგან. ბულგარეთში კი პირიქით მოხდა – 1922 წელს საფეხბურთო ნაკრები დაარსდა, ხოლო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირი კი – 1923.

უდიდესი გამარჯვებები

ბულგარეთი – ნორვეგია 7:0

(სოფია, ბულგარეთი; 1957)

ბულგარეთი – ტაილანდი 7:0

(მეხიკო, მექსიკა; ოქტომბერი, 1968)

ბულგარეთი – მალტა 7:0

(სოფია, ბულგარეთი; 14 ოქტომბერი, 1982)

უდიდესი დამარცხება

ესპანეთი – ბულგარეთი 13:0

(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)

გუნდი სულ იყო ფრენასა და დაცემას შორის. ბულგარეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი 1924 წლის 21 მაისში ვენაში ავსტრიასთან ჩაატარა და 0:6 დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატები

პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს მოხვდა, თუმცა იმის გამო რომ ფრენა შტორმების გამო შეფერხდა, ურუგვაიში ჩასვლა ვერ შეძლეს. მუნდიალზე გუნდმა მხოლოდ 32 წლის შემდეგ ითამაშა. 1962 წელს, ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი კვლავ მოხვდა დიდ ტურნირზე, თუმცა ფლეი-ოფამდე ვერ გააღწია. ანალოგიური მოუვიდა 1966, 1970 და 1974 წლებში. ხოლო 1986-ში ბულგარელებმა შეძლეს ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ 1/8-ფინალში დამარცხდნენ.

ბულგარული ფეხბურთის ოქროს ხანა გასული საუკუნის 90-იანი წლები იყო. გუნდში გამოჩდნენ ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი და იორდან ლეჩკოვი. ბულგარული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი თარიღი 1993 წლის 17 ნოემბერია, როცა ემილ კოსტადინოვმა პარიზში საფრანგეთთან დუბლი შეასრულა და ნაკრები 1994 წლის აშშ-ში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია – მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო სტოიჩკოვი კი რუსეთის ნაკრების ფორვარდ ოლეგ სალენკოსთან ერთად 6 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ეს გუნდი 1995 წელს საქართველოს ნაკრებმა თბილისში შოთა არველაძის და გიორგი ქინქლაძის გოლებით 2:1 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატი

1996 წელს ბულგარეთი პირველად გავიდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, არადა ძლიერ კოლექტივად მიიჩნეოდა. 1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთიც მონაწილეობდა, თუმცა მაშინაც ჯგუფში ჩარჩა, რის შემდეგაც ბულგარეთის ის ოქროს თაობა ნელ-ნელა წავიდა. ამის შემდეგ ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა 2000 წელს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბულგარელებმა გასვლა შეძლეს, თუმცა ჯგუფში ჩარჩნენ – ეს იყო მათთვის ჯერჯერობით ბოლო დიდი ტურნირი, რადგან შემდეგ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერც ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ გავიდნენ.

სად გაქრა ამ ქვეყანაში დიდი ფეხბურთელები, ვერავის აუხსნია. ფაქტია, რომ ევროპის ლიგებში ბულგარელებით იშვიათად ინტერესდებიან.