საქართველოს მედიანაკრები საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საქართველოს მედიანაკრები საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

საქართველოს მედიანაკრებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში საერთაშორისო მედიატურნირზე ითამაშა და გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა  რთული მატჩი ჩაატარა მასპინძელ მოლდოვას ძლიერ ნაკრებთან, რომელიც ტრადიციულად ტურნირის ფავორიტია (ბოლო წლებში პრინციპული დაპირისპირება აქვთ) და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. საქმე ისაა, რომ ხშირად ამ გუნდში ფეხბურთელებს ათამაშებენ. გოლები გაიტანეს ზურა მაკარაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და გიორგი გურაბანიძემ.

ქართველმა ჟურნალისტემა სომხეთს დრამატული და დაძაბული მეორე მატჩი ბოლო წამზე გატანილი გოლით 2:1 მოუგეს (გიორგი გურაბანიძე, ზურა მაკარაძე), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა რუმინეთთან 2:2 დაასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

სამწუხაროდ, ნახევარფინალში ჩვენი გუნდი აზერბაიჯანთან 2:4 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი ისრაელს 2:1 სძლია და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.