საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები Socca მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

01:20, 04.09.2026

Socca მსოფლიო ჩემპიონატზე (6×6-ზე ფეხბურთი) საქართველოს ნაკრები სირიას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.

ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში, რომელიც გერმანიის ქალაქ ესენში გაიმართა, მუჰამედ ჰეგიმ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ჩვენს გუნდს ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მე-17 წუთზე – თამაზ ვახანიამ, ხოლო მე-20-ზე რატი ცაწკრიალაშვილმა პენალტები ვერ გამოიყენეს, ერთ ეპიზოდში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში როკ ალიმ მეორე გოლიც გაიტანა. ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრების მეკარე მოედნის მოთამაშემ შეცვალა – ამით მეტოქემ ისარგებლა და კიდევ ორი ბურთი გაიტანა.

ამ მატჩით საქართველოს ნაკრები Socca მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.

მსგავსი