საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება
საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება

საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.