საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სინოდი მუშაობას 12:00 საათზე დაიწყებს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის.

სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამ საკითხზე სინოდის წევრთა პოზიცია ცნობილი არ არის.

ჯერ ცნობილია ბოდბელი ეპისკოპოსის, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკის, შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსების პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.