საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 5 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 5 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი

საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ხვალიდან წვიმა და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, ზეგ კი მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, მოთოვოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. 5-6 ოქტომბერს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.