საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი და 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება
საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი და 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე წარდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.

პრეზიდენტებისა და საერთაშორისო დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება მრგვალი მაგიდა პარლამენტში “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია” და საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.