საქართველოს კონსულის ინფორმაციით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან
საქართველოს კონსულის ინფორმაციით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან

​შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინდოეთში საქართველოს კონსულმა, ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შრი-ლანკაზე ტურისტული მიზნით საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც დედაქალაქიდან მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე არიან და საქართველოში დაგეგმილ ვადებში დაბრუნდებიან.

„საქართველოს საელჩო და საქართველოს საკონსულო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. საელჩოს კონტაქტი აქვს შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ცნობილია, რომ შრი-ლანკაზე ოთხივე ტურისტული მიზნით იმყოფება. ისინი უსაფრთხო ადგილაზე არიან და საქართველოში დაბრუნებას დაგეგმილ ვადებში აპირებენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე ინფორმაციით, შრი-ლანკაზე ყველა საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჯიმში განაგრძობს.

შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველს საპატიო საკონსულოს შრი-ლანკაზე, შემდეგ ნომრებზე:

+919205488477;
+918800550573;
+9477794 6197.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი:  (+995 32) 294 50 50.

შრი-ლანკაზე რვა აფეთქების შედეგად 207 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია. 450-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანსაზ

დატოვე კომენტარი