საქართველოს ხვალ ხავიერ კოლომინა ეწვევა

11:16, 23.05.2023

საქართველოს ხვალ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა.

კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოდის და, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

ვიზიტის მიზანსა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ხავიერ კოლომინა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ისაუბრებს, სადაც დღის მეორე ნახევარში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მსგავსი