საქართველოს ხუთი მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს
საქართველოს ხუთი მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს

დღეს საქართველოს ხუთი მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.

„მადლობას ვუხდი ავსტრიას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ნიგერიიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუირებისთვის. კრიზისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავძლევთ, თუ პარტნიორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით ვიმოქმედებთ“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიგერიიდან გამოყვანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე ნიგერიაში Benin Electricity Distribution Company-ის მენეჯმენტის კონსულტანტებად მუშაობდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ისინი 3 აპრილს ვენაში ჩაფრინდნენ, სადაც სავალდებულო კარანტინს გაივლიან“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.