საქართველოს ხუთ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა
საქართველოს ხუთ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა და 800 ლარი გახდა

მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

თვითმმართველი ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

დატოვე კომენტარი