საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს [ფოტო]

13:27, 08.08.2020

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

პოლიტიკოსებმა, ჯარისკაცებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

მსგავსი