საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გასვლით მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 22:20 დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს გაიმართა და საქართველომ მეტოქე 28:26 დაამარცხა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5-6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.
კონტინენტის პირველობაზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ გადიან. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე მოიპოვებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.