საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. მარტსა და აპრილში ჩვენი გუნდი ლიეტუვის, შვეიცარიისა და უნგრეთის ნაკრებებს ეთამაშება.

ქართველი ხელბურთელები ამჟამად მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან. 3 იანვარს გუნდი საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მატჩები 4 და 5 იანვარს გაიმართება.

ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა შესარჩევში ორი თამაში უკვე ჩაატარა – სტუმრად შვეიცარიასთან – 23:24, ხოლო თბილისში უნგრეთთან 24:41  დამარცხდა.

შესარჩევში დარჩენილი მატჩების კალენდარი ასეთია:

8 მარტი – საქართველო-ლიეტუვა

12 მარტი – ლიეტუვა-საქართველო

26 აპრილი – საქართველო-შვეიცარია

30 აპრილი – უნგრეთი-საქართველო

ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ტურნირის მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო დაემატება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.