„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყებას ეწინააღმდეგება
„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყებას ეწინააღმდეგება

„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყებას ეწინააღმდეგება.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან დაპირება მიიღეს, რომ კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების საკითხს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ, ორ სექტემბერს განიხილავენ.

ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებისა, ასოციაციის წევრ კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში სამ სექტემბერს განახლდება.

„როგორც დედაქალაქის, ისე სხვა ქალაქებისა და რეგიონების კერძო ბაღები ღიად ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, ბაღებს სამ სექტემბერს ვხსნით. ასევე, ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ ობიექტური და კონსტრუქციული მიდგომით ეტაპობრივად გავიაროთ შემოწმება დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით“, – განაცხადა „საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის“ სპიკერმა, ნათია გურგენიძემ.