საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებში სააღდგომო წირვა აღევლინება
საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებში სააღდგომო წირვა აღევლინება

კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. დილიდან საზეიმო წირვა აღევლინება საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებში. ღვთისმსახურება ინგლისურ და ქართულ ენებზე ტარდება.

დღესასწაულის აღნიშვნა გუშინ „ღამის ცისკრის“ წირვის ჩატარებით დაიწყო, რომელიც ლესელიძეზე მდებარე მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების ​კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ჩატარდა.

სააღდგომო რიტუალის მიხედვით, წირვის დაწყებამდე ეპისკოპოსმა ტაძრის ეზოში „ნაკურთხი ცეცხლი“ დაანთო, რაც „ქრისტეს ნათელის“ სიმბოლოა. შემდეგ საპასექო სანთლით „ნაკურთხ ცეცხლი“ მრევლში გაავრცელა.

დღეს დილიდან კი თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ამიერკავკასიიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სააღდგომო წირვას ატარებს. მოგვიანებით, 15:00 საათზე კი ახალგაზრდები სააღდგომო კონცერტს გამართავენ.