საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სიონის ტაძართან მოქალაქეები იკრიბებიან [ფოტო]

13:09, 22.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სიონის ტაძართან მოქალაქეები იკრიბებიან.

ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

ამასთან, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატივსაცემად კორიდორია მოწყობილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი