საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბაქოში საერთაშორისო შეჯიბრება „პრეზიდენტის თასი 2025“ გაიმართა, რომელშიც კანოეს, კაიაკისა და აკადემიური ნიჩბოსნობის მიმართულებებით 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ასევე აკადემიური ნიჩბოსნობის თასიც.
ოქროს მედლები მოიპოვეს:
სანდრო თეზელაშვილი – ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ
ალექსი მონდაძე და იოანე ცინცაძე – ორადგილიანი კაიაკი, 500 მ
ალექსი მონდაძე და ნიკოლოზ თათარაშვილი – ორადგილიანი კაიაკი, 200 მ
ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე – ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა
ნიკოლოზ ხარჩილავა – აკადემიური ნიჩბოსნობა (ინდივიდუალური)
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
იოანე ცინცაძე – ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ
ნიკოლოზ ჭეიშვილი და იოანე ცინცაძე – ერთადგილიანი კაიაკი, 500 მ
ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი – ორადგილიანი კაიაკი, 500 მ და 1000 მ
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
სანდრო ჭოჭუა – ერთადგილიანი კანოე, 200 მ
იოანე ნებიერიძე – ერთადგილიანი კანოე, 500 მ