საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბრს გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბრს გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბრს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” საკონფერენციო დარბაზში 13 საათზე გაიმართება.

დღესვე გამგეობის სხდომაზე განისაზღვრა ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრთა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა.

კრების გადაწყვეტილების ოქმი ორშაბათს ხმის უფლების მქონე წევრებს დაეგზავნებათ და ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება