საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიაში ჩაფრინდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიაში ჩაფრინდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლატვიაში მოსამზადებელ შეკრებაზე ჩაფრინდა. ჩვენი ბიჭები მომავალი ერთი თვის განმავლობაში მოახლოებული ევრობასკეტისთვის მზადებას იწყებენ. ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგმატჩს იურმალაში 4 აგვისტოს ისრაელთან გამართავს, რომელიც, ისევე როგორც 7 აგვისტოს იურმალაშივე ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრა, დახურული იქნება.

8 აგვისტოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში გადავა, სადაც ქალაქ კაუნასში 9 აგვისტოს მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი კაუნასში 11 აგვისტომდე დარჩება, საიდანაც პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში 14 აგვისტოს ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველოს ნაკრები პრაღაში ცხრადღიან შეკრებას, 15-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება. სწორედ ამ ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს მატჩს გამართავს.

ისრაელი VS საქართველო | 4 აგვისტო

ესტონეთი VS საქართველო | 7 აგვისტო

ლიეტუა VS საქართველო | 10 აგვისტო

პოლონეთი VS საქართველო | 14 აგვისტო

ჩეხეთი VS საქართველო | 19 აგვისტო

ჩეხეთი VS საქართველო | 21 აგვისტო